ავსტრიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ტოტენჰემის" ყოფილი მცველი კევინ ვიმერი კარიერას "სტოკ სიტიში" გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "მამლებმა" ტრანსფერის სანაცვლოდ 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.
ვიმერი ლონდონურ გუნდში "კიოლნიდან" 2015 წელს გადავიდა და ორი სეზონის განმავლობაში 31 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონი ევროა.