იტალიურის “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ კარიერის დასრულების შემდგომ მწვრთნელის გზა აირჩია.
ფრანჩესკოს კლუბის ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზეს, თუმცა ეს წინადადება იტალიელისთვის დიდ ენთუზიაზმს არ იწვევდა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტოტი უკვე ჩაირიცხა სასწავლო კურსებზე, სადაც იგი მწვრთნელისთვის საჭირო ცოდნასა და ლიცენზიას მოიპოვებს.
იტალიელმა კარიერის განმავლობაში 785 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 307 გოლი და 124 საგოლე პასი დაუგროვდა.