“ბაიერნის” ნახევარმცველმა რენატო სანჩესმა, შესაძლოა, კარიერა “სუონსში” გააგრძელოს.
WalesOnline-ს ინფორმაციით, “გედებმა” 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე გერმანულ კლუბთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.
მანამდე , “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ თუ რენატოს კლუბის დატოვება მოუნდება, ის უპრობლემოდ წავა.
უელსური კლუბი ცდილობს, ახალგაზრდა პორტუგალიელი იჯარის წესით დაიმატოს.