1 სექტემბერს, საქართველო – პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირება, როგორც იცით, გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. ეს ევრო 2019-ის შესარჩევის პირველი მატჩი იქნება გია გეგუჩაძის ნაკრებისთვის.
შეხვედრას შვეიცარიელი მსაჯები გაუძღვებიან. მთავარი არბიტრი იქნება ფედაი სანი, რომელმაც შარშან საფრანგეთი-საქართველოს 21-წლამდელთა ამხანაგური მატჩი იმსაჯა. მაშინ ქართველებმა 1:5 წააგეს. თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ფრანგები ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ, ჩვენებს კი 1994-1995 წელს დაბადებულები აღარ ჰყავდათ, რადგან შესარჩევი ციკლი უკვე დასრულებული იყო და გეგუჩაძემაც მომდევნო შესარჩევისთვის გამოსადეგი ფეხბურთელები ათამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვააქ მოგების შანსი? თუ ვაგინო აქედანვე ამას?