ფეხბურთი

23:38 | 28.08.2017 | ნანახია 3570 - ჯერ

საქართველოს ნაკრები: პირველი ვარჯიში და არასრული შემადგენლობა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოახლოებული მატჩებისთვის მზადება დაიწყო. როგორც სფფ-ის ვებგვერდი გვმაცნობს, ეროვნული ნაკრები სასტუმრო “ჰუალინგში” განთავსდა და პირველი ვარჯიში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე ჩაატარა, რომელშიც 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და ჯაბა ჯიღაური – ისინი გუნდთან ერთად ვარჯიშს უკვე ხვალ, 29 აგვისტოს შეძლებენ.

თავის მხრივ, ირლანდიასთან მატჩის მზადების პროცესში პირველი ვარჯიში გაუცდათ ჯიმი ტაბიძესა და გიორგი ლორიას – მათ მცირე ტრავმები აწუხებთ და სამედიცინო შტაბის დაკვირვების ქვეშ არიან. გარდა ამისა, ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით ნაკრებს “დინამოს” კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილიც შეუერთდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, თბილისში, 20:00 საათზე ირლანდიის ნაკრებს დაუხვდება, ხოლო სამი დღის თავზე ვენაში, ავსტრიის ნაკრებთან მოსინჯავს ძალებს.

გულშემატკივრებს კი მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება, როგორც “დინამო არენას” სალაროებში, ისე ონლაინ რეჟიმში. აქვე გეტყვით, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ბორჯომს.

აქვე, შეგახსენებთ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო და ვიდეო მასალა


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:34 | 29.08.2017
O. Mertskhali (8101)

მიდი სიხა!

20:50 | 29.08.2017
matri (2779)

დვალიშვილი - ლობჟანიძე, ეს განუმეორებელი დუეტი

13:00 | 29.08.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

ისე, ნაკრების სტატიებზე არაზა რატომ აღარ შემოდის ?
გინდა მაგის კომენტარები წაგეკითხა და გინდა სატელეფონო ცნობარი - გვარები, გვარები, გვარები...

11:14 | 29.08.2017
სავაშა__ (6590)

რევიშვილი
კაკაბაძე-კაშია-კვირკველია-ნავალოვსკი
კვეკვესკირი-ანანიძე
არაბიძე-ყაზაიშვილი-მერებაშვილი
ჭანტურია

17:24 | 29.08.2017
sabonis (9584)

მერეჯერ ვნახე უკვე, ჭანტურიას როდესმე უთამაშია ცენტრფორვარდათ?

10:46 | 29.08.2017
ilia_juventus (2091)

თან იშვიათი შემთხვევაა თითქმის ყველას აქვს პრაქტიკა. ყველა ფორმაშია.. ვაკო ძალიან მონდომებულია. ვაკო შეყრის გოლებსს

10:46 | 29.08.2017
arsena8 (732)

ნაკრების ვეტერანები ლობჟანიძეც და დვალიშვილიც აქ არიან !? აუუუუუუფ, დეგვერხააა!

11:10 | 29.08.2017
BEERTRANCE (97819)

ტრავმაც რო ჰქონდეთ კასტილებით დააყენებენ მაინც DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

10:25 | 29.08.2017
juansher (788)

შეხედავ, მშვენიერი შემადგენლობაა, მარა შედეგი არ არსებობს. კვირკველია, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკის დონის კვარტეტი ბევრ ევროპულ გუნდს არა ჰყავს. წინაც ნორმალური შემადგენლობაა. წესით არ უნდა გაგვიჭირდეს კარგი შედეგი ირლანდიასთან.

09:25 | 29.08.2017
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122741
სარეკლამო ადგილი - 99
X x X