ფეხბურთი

23:55 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკამ” ნიჭიერი ბელგიელი მეკარე გაიფორმა (+VIDEO)

“ბენფიკამ” ნიჭიერი ბელგიელი მეკარე მილე სვილარი გაიფორმა. ლისაბონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თინეიჯერმა კიპერმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“არწივებმა” სვილარის სანაცვლოდ, რომელსაც 18 წელი გუშინ შეუსრულდა, ბრიუსელის “ანდერლეხტს” 2 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სვილარი ძალიან ნიჭიერ მეკარედ მიიჩნევა და მისი დამატება რამდენიმე გრანდს სურდა, თუმცა “ბენფიკამ” ყველას აჯობა. მილეს ბელგიის 15, 16, 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

0.118102