ფეხბურთი

20:34 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ვიტესმა” ჰოლანდიის პრესტიჟი უნდა დაიცვას”

გურამ კაშიამ ევროპა ლიგის ჯგუფი შეაფასა, სადაც “ვიტესის” მეტოქეები “ლაციო”, “ნიცა” და “ზულტე-ვარეგემი” იქნებიან. ცნობისთვის, “ვიტესს” საკვალიფიკაციო ეტაპები არ გაუვლია. როგორც ჰოლანდიის თასის მფლობელი, პირდაპირ ჯგუფში მოხვდა.

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს. “ლაციო” საუკეთესო გუნდია ჯგუფში, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ყველა ფეხბურთელი, ვინც ამ იტალიურ გუნდში თამაშობს. “ნიცა” ბოლო წლებში საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერთა შორის ტრიალებს. ამსტერდამის “აიაქსს” შეხვდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე და გამოთიშა კიდეც, თუმცა ფრანგების თამაშმა მაინცდამაინც ვერ მომხიბლა. ჩემი აზრით, “ნიცა” “აიაქსზე” ძლიერი მაინც ვერ არის. ბელგიის “ზულტე-ვარეგემზე” კი ბევრი არაფერი ვიცი.

...გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ჰოლანდიური კლუბებიდან ევროპა ლიგაზე მხოლოდ ჩვენ დავრჩით. ასე რომ, ჰოლანდიური ფეხბურთის პრესტიჟი უნდა დავიცვათ. იმედი მაქვს, ამ სეზონში მთელი ქვეყანა “ვიტესს” უქომაგებს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116687