საქართველოს ნაკრების და “სან ხოსე ერსქვიკსის” ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის 27-ე ტურის მატჩში გოლის გატანა მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი გასვლაზე “ლოს ანჯელეს გალაქსის” დაუპირისპირდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ვაკომ თავი პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმის მიწურულს სტუმრებმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს.
ყაზაიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს. ცნობისთვის, 24 წლის ქართველმა MLS-ში მეშვიდედ ითამაშა და მესამე გოლი გაიტანა.