ფრანგული “მონაკოს” თავდამსხმელ კილიან მბაპეს ბედი მომდევნო 72 საათში გადაწყდება. Sky Sport-ის ცნობით, 18 წლის შემტევს მონტე-კარლოში დარჩენა არ სურს და ყველანაირად სცდილობს, გუნდის დატოვებას.
ხსენებულ წყაროს თუ დავუჯერებთ “მონაკოც” თანახმაა მბაპე გაასხვისოს. ორი ვარიანტია: “პარი სენ ჟერმენი” და “რეალი” – ყველაფერი კი ორ დღეში გახდება ცნობილი.
“მონაკო” კილიან მბაპეს ამჟამად 180 მილიონ ევროდ აფასებს და შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ბიუჯეტი აღნიშნული ოდენობის თანხით შეავსოს – 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ...