რუსეთის პრემიერლიგაში გიორგი ნავალოვსკის "სკა-ხაბაროვსკმა" ჩემპიონ მოსკოვის "სპარტაკთან" 0:0 ითამაშა. ნავალოვსკიმ სრულად ჩაატარა მატჩი, ხოლო ჯანო ანანიძემ სტუმართა შორის მხოლოდ ბოლო 15 წუთი დაჰყო მინდორზე.
"სპარტაკში" რაღაც შესაცვლელია, რადგან ჩემპიონი გუნდი რვა ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზეა. იმედია, ჯანოს მეტ სათამაშო დროს მისცემენ.'მისი კონკურენტები მაინცდამაინც ვერ ბრწყინავენ.
აი, ნავალოვსკის კი პრაქტიკა არ აკლია.