ფეხბურთი

14:23 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" გომეშის სანაცვლოდ 33 მილიონს გადაიხდის

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. როგორც ღადიოსტადიო იუწყება, იტალიელებმა ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო შესთავაზეს. ასევე ცნობილი ხდება, რომ "ბლაუგრანა" 40 მილიონს ითხოვს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურდათ, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. გომეში "ბარსელონაში" 2016 წელს გადავიდა და გასულ სეზონში ფეხბურთელმა 47 მატჩში თავი 3 გოლით გამოიჩინა. ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

0.11579