გიორგი არაბიძე “შახტარის” პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. როგორც დონბასური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, “ვერესთან” მატჩისთვის დანარჩენებთან ერთად ახალაგაზრდული გუნდის ორი ფეხბურთელი – გიორგი არაბიძე და ალექსანდრ პიხალენოკიც ემზადებიან.
პაულო ფონსეკამ მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევი პირველად დააწინაურა მთავარ გუნდში. აღსანიშნავია, რომ წვრთნაში გიორგისთან ერთად დონბასელთა კიდევ ერთი ჩვენებური ლეგიონერი დავით ხოჭოლავაც იღებდა მონაწილეობას, რომელიც ბოლო დროს ტრავმას იშუშებდა.
“შახტარისა” და “ვერესის” შეხვედრა 27 აგვისტოს, ლვოვში გაიმართება.