ფეხბურთი

10:00 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ფერმკრთალი პარასკევი

რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტური “ანჟისა” და “უფას” მატჩით გაიხსნა. ჩვენთვის კი საინტერესო აღნიშნული შეხვედრა იმით იყო, რომ ქართველი ფეხბურთელები ორივე ბანაკში ირიცხებიან. თუმცა, მოედანზე ქართული დაპირისპირება არ შემდგარა. მახაჩყალელთა რიგებში 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა ჯაბა ლიპარტიამ. არ შედგა არც გიორგი ლორიას დებიუტი, რომელიც “ანჟის” ცოტა ხნის შეუერთდა – ისიც თადარიგში დარჩა. “უფას” შემადგენლობაში კი პირველი ტაიმი ითამაშა მხოლოდ ჯემალ ტაბიძემ – ქართველი ფეხბურთელი აქამდე ყველა ჯერზე შეუცვლელად თამაშობდა, ამჯერად ასე არ მოხდა.

უშუალოდ მატჩი “ანჟიმ” 1:0 მოიგო და 6 ქულით მე-14 ადგილზეა. რაც შეეხება “უფას” – მეშვიდე პოზიციაზეა რვა ქულით.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მეექვსე ტურში ტრნავას “სპარტაკმა” “ჟილინასთან” 1:3 წააგო. დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ვახტანგ ჭანტურიშვილმა. “სპარტაკს” 12 ქულით მეორე საფეხური უკავია.

პოლონეთის ექსტრაკლასას მეშვიდე ტურში წარუმატებლად ითამაშა პლოცკის “ვისლამ”, რომელიც სტუმრად “გორნიკთან” განადგურდა 0:4 განადგურდა. “ვისლას” რიგებში 60 წუთი ითამაშა გიორგი მერებაშვილმა. პლოცკელები 7 ქულით მეთერთმეტე ადგილზე არიან.

0.110419