ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ალბერტო აკვილანი კარიერას ესპანურ “ლას პალმასში” გააგრძელებს. როგორც კანარული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 33 წლის ნახევარმცველმა 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი “ლას პალმასს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ალბერტო აკვილანიმ ფეხბურთის თამაში “რომაში” დაიწყო და სახელიც იქვე გაითქვა. სხვა და სხვა დროს “ლივერპულის”, “იუვენტუსის”, “მილანის”, “ფიორენტინას”, "სპორტინგის", “სასუოლოსა” და “პესკარას” რიგებშიც უთამაშია.