ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიენ ლოპეტეგიმ მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა. გამოსარჩევია, რომ “ფურია როხას” სამი წლის შემდეგ ლეგენდარული დავიდ ვილა უბრუნდება – ლოპეტეგიმ ვეტერან ფორვარდს ბოლო დროს დიდებული გარჯა დაუფასა.
არიან ახალგაზრდა სახეებიც: მარკო ასენსიო, ნაჩო, კეპა არისაბალაგა, სუსო და ჟერარ დეულოფეუ.
მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”, ინგლისი), პეპე რეინა (“ნაპოლი”, იტალია), კეპა არისაბალაგა (“ბილბაო”)
მცველები: სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), მარკ ბარტრა (“დორტმუნდი”, გერმანია), სერხიო რამოსი (“რეალი”), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), დანი კარვახალი (“რეალი”), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”, ინგლისი), ნაჩო (“რეალი”)
ნახევარმცველები: ისკო ალარკონი (“რეალი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”, გერმანია), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), სუსო (“მილანი”), დავიდ სილვა (“სიტი”, ინგლისი), საულ ნიგესი (“ატლეტიკო”), კოკე (“ატლეტიკო”)
თავდამსხმელები: ალვარო მორატა (“ჩელსი”, ინგლისი), პედრო (“ჩელსი”, ინგლისი), ვიტოლო (“ატლეტიკო”), დავიდ ვილა (“ნიუ-იორკ სიტი”, აშშ), იაგო ასპასი (“სელტა”), მარკო ასენსიო (“რეალი”), ჟერარ დეულოფეუ (“ბარსელონა”)
ესპანეთის ნაკრები 2 სექტემბერს მადრიდში იტალიას უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში ჯგუფის აუტსაიდერ ლიხტენშტეინს სტუმრად დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ იტალიასთან თამაში გადამწყვეტია და სწორედ აღნიშნული მატჩის ბედი გაარკვევს მუნდიალზე პირდაპირ გამსვლელი გუნდის ვინაობას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აი მართლა ვერ ვხვდები ზუსტად რატო აქ სპორტული კუთხით ფეხბურთს ამხელა რეგრესი მაგიტო ვაბრალებ ფულს ყველაფერს თორე განა მე არ ვიცი რა საყვარლად ბინძური რამეა?! :დდდდდ
ვილა წინ უკან სილვა მარცხნივ მარა მარჯვნივ ხოაკინი სკამიდან პაბლო ცენტრი ბარახა და ალბელდა უფრო ადრე აიმარი მენდიეტა კილი აიალაstripslashes((strlen(':///////')>0?' :///////':' :///////')) კაი იყო რა
ვილამ ძველი, კაი დრო გამახსენა