ფეხბურთი

16:07 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრებში დააბრუნეს

დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრებში დააბრუნეს. 35 წლის "ელ გუახე" იტალიასთან და ლიხტენშტაინთან შესარჩევი მატჩებისთვის გამოიძახა "ფურია როხას" თავკაცმა ხულენ ლოპეტეგიმ.

97 მატჩი, 59 გოლი - ასეთია დავიდ ვილიას სტატისტიკა ნაკრებში, სადაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს გოლების მარაგის კიდევ უფრო გაზრდის საშუალება ეძლევა.

როგორც იცით, ვილია "ნიუ იორკ სიტიში" თამაშობს და მლს-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მეგოლეა. თანაც, გოლებსაც ხომ გააჩნია - შედევრებს ქმნის.

"ელ გუახემ" ნაკრებში ბოლოს 2014 წლის მუნდიალზე ითამაშა, კერძოდ, ავსტრალიასთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში. იმ თამაშში ლამაზი გოლიც გაიტანა.

0.103875