ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის “რეალის” აპელაცია არ დააკმაყოფილა და სერხიო რამოსის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
მადრიდელთა კაპიტანი ლა ლიგის პირველ ტურში, “დეპორტივოსთან” მოგებული მატჩის (3:0) მიწურულს გააძევეს მოედნიდან. “სამეფო კლუბი” იმედოვნებდა, რომ ეპიზოდის განხილვის შემდეგ ფეხბურთელს სასჯელს მოუხსნიდნენ, თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ კლუბის შეხედულება არ გაიზიარა.
ამგვარად, რამოსს “ვალენსიასთან” ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის გამოტოვება მოუწევს. 27 აგვისტოს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაგეგმილ ამ შეხვედრაში, დისკვალიფიკაციის გამო, კრიშტიანუ რონალდუც ვერ მიიღებს მონაწილეობას.