კალათბურთი

11:07 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე: “ევრობასკეტის წინ უფრო თავდაჯერებულები გავხდით”

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი დუდა სანაძე მიიჩნევს, რომ აკროპოლისის თასზე წარმატებულმა გამოსვლამ გუნდი ევრობასკეტის წინ უფრო თავდაჯერებული გახადა.

“სერბეთთან ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს შტაბს. დიდი სამუშაო შევასრულეთ ევრობასკეტის წინ, გუნდი შევიკარით, უფრო თავდაჯერებულები გავხდით და ყველანი ძალიან გახარებულები ვართ” - აღნიშნა სერბეთთან მოგებული მატჩის (68:66) შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას სანაძემ, რომელიც ამ შეხვედრაში 10 ქულით და 2 მოხსნით გამოირჩა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ათენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჯერ მასპინძელი საბერძნეთი დაამარცხა (72:71), გუშინ კი სერბეთსაც აჯობა და აკროპოლისის თასის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველები ბოლო ტურის შეხვედრას დღეს, იტალიის ნაკრებთან გამართავენ. თამაში თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

0.131514