შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერ “იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. 35 წლის მოთამაშე ინგლისურ კლუბში კიდევ ერთი სეზონი იქნება და 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა კლუბის პრესსამსახურმაც.
იბრაჰიმოვიჩმა “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტის გახანგრძლივების შემდგომ სოციალურ ქსელში ახალი სურათი განათავსა
შეგახსენებთ, რომ ზლატანმა გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ჩატარებულ 46 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. გაზაფხულზე მან მძიმე ტრავმა მიიღო, ზაფხულში კი კლუბთან კონტრაქტიც დაუსრულდა. ბოლო პერიოდში ზლატანს არაერთ კლუბს უკავშირდებდნენ, საუბრობდნენ იმაზეც, რომ შვედი საფეხბურთო კარიერას დაასრულებდა, თუმცა ფეხბურთელმა და მანჩესტერული კლუბის თავკაცებმა თანამშრომლობის გახანგრძლივებით ჭორებს და ვარაუდებს წერტილი დაუსვეს.