ფეხბურთი

19:52 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა მსაჯის შეურაცხყოფის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ჟირონასთან" მატჩის 66-ე წუთზე გრიზმანმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ხუან მანუერმა ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. ასევე, ანტუანის მსგავსად მოიქცა "სევილიას" ნახევარმცველი ევერ ბანეგაც და მასაც ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11953