კალათბურთი

20:51 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი: “კაირიზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია”

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდიდან ახლახან წასული კაირი ირვინგის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად სამი წარმოუდგენლად კარგი სეზონი ჩაატარა.

“კაირი ირვინგი ნამდვილი ტალანტია, მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ირვინგთან ერთად სამი დასამახსოვრებელი სეზონი ჩავატარე”- განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

შეგახსენებთ, რომ “კლივლენდმა” და “ბოსტონმა” კალათბურთელები გაცვალეს კაირი ბოსტონელი გახდა, ხოლო სანაცვლოდ კავალერიამ აიზეა ტომასი, ჯეი კრაუდერი, ანტე ჟიჟიჩი და 2018 წლის დრაფტის პირველი პიკი მიიღო.

კაირი “კლივლენდში” 2011 წლიდან თამაშობდა და 2016 წელს გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11435