ფეხბურთი

19:48 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩოჩიშვილი “სლავიაში”

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი კარიერას ჩეხური ფეხბურთის გრანდ “სლავიაში” გააგრძელებს. ნიჭიერმა მეკარემ პრაღელებს ბედი 3 წლით დაუკავშირა.

გიორგი თავდაპირველად 21 წლამდე გუნდში იქნება და თუ სამწვრთნელო შტაბს საკუთარი თამაშით თავს მოაწონებს, პირველ გუნდშიც დაწინაურდება.

ჩოჩიშვილმა ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე კარგი თამაშით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს. 19 წლის მეკარე “საბურთალოს” აღზრდილია, გასული სეზონი იჯარით “შევარდენის” რიგებში გაატარა.

0.146778