მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელი “რეალის” ახალგაზრდა ნახევარმცველის, მარკოს ლორენტეს გადაბირებას ცდილობს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას ესმის, რომ 22 წლის მოთამაშის გადაყვანა ძალიან რთული იქნება, რადგან “სამეფო კლუბს” კონტრაქტში მარკოს გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევრო აქვს მითითებული.
“ატლეტიკოს” თავკაცები დარწმუნებულნი არიან, რომ თავად ფეხბურთელი გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არ იქნება. ისინი აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის პერიოდში გეგმავენ, ფიფას მიერ კლუბისთვის დაწესებული სატრანსფერო აკრძალვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოს” გარდა ლორენტეთი დაინტერესებულია “სევილია”, “არსენალი”, “პარი სენ ჟერმენი” და “ბეტისი”.