მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ თავისი სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელიც 5 ფეხბურთელისგან შედგება.
აღსანიშნავია, რომ რონალდუს სიმბოლურში ყველა თავდამსხმელია და მათ შორის, ერთი ადგილი თავისთვისაც გამონახა.
ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პორტუგალიელმა შემდეგი მოთამაშეები გამოარჩია:
რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, ნეიმარი, გონსალო იგუაინი, კრიშტიანუ რონალდუ.