საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასზე სათამაშოდ ათენში ჩავიდა და სასტუმრო "სივიტელში" დაბინავდა. ილიას ზუროსი შეგირდებს საღამოს, 21:30 საათზე, ათენის OAKA არენაზე ავარჯიშებს. საბერძნეთში გუნდთან ერთად იმყოფება კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელსაც ტრავმის გამო უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს და 23-25 აგვისტოს გასამართ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ფაჩულიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა - იხილეთ ვიდეო