ლეგენდარულმა კალათბურთელმა ალან აივერსონმა განაცხადა, რომ ნბა-ს 2017/18 წლების სეზონის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდება.
“ფსონს ლებრონ ჯეიმსზე ვდებ, ის ახალი სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდება. ამ ეტაპზე ლებრონი ლიგის საუკეთესო მოთამაშეა. არ მინდა ამით რომელიმე კალათბურთელის სიდიადე დავაკნინო, მაგრამ ჯეიმსი სხვა დონეა”- განაცხადა აივერსონმა.
ლებრონ ჯეიმსი რეგულარული სეზონის MVP აქამდე 4-ჯერ გახდა (2009, 2010, 2012, 2013).