მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის ლა ლიგის ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ 31 წლის ფეხბურთელმა ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” მატჩში მეტოქის ფეხბურთელისთვის სახეში ხელის გარტყმისთვის წითელი ბარათი მიიღო და ეს მის კარიერაში ლა ლიგის ეგიდით მე-18 გაძევება აღმოჩნდა.
ამ მხრივ კი, რამოსს საუკეთესო მაჩვენებელი გააჩნია – გარდა “რეალის” მე-4 ნომერისა, ასევე 18 წითელი ბარათი აქვთ მიღებული ესპანეთის ჩემპიონატში პაბლო ალფაროს (“სევილია”) და ხავი აგუადოს (“სარაგოსა”). აღსანიშნავია, რომ ისინიც ცენტრალური მცველები იყვნენ.
თუმცა, სერხო რამოსი კარიერის დასრულებას რა თქმა უნდა, ჯერ არ აპირებს და ამიტომ შანსი აქვს, რომ ზემოხსენებული ანტირეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს. თავად შეხვედრას რაც შეეხება, “რეალმა” ადვილად მოიგო – 3:0.