ფეხბურთი

21:40 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "იკარდი ჩემი კერპია"

“ფიორენტინას” თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ ახალ გუნდთან პირველი მატჩი ჩაატარა და ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

“ვფიქრობ არგენტინელები, რომლებიც აქ თამაშობდნენ გუნდის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს. მეც მჯერა რომ მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდები.

ბატისტუტობა არ მინდა, მინდა ვიყო სიმეონე, თუმცა თუ გაინტერესებთ ვინ არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, გეტყვით. მაურო იკარდი. ის ჩემი კერპია. ვიმედოვნებ, რომ გავხდები მისი მსგავსი. 5 წელში დიდი ფეხბურთელი ვიქნები.

თამაში ბევრ ასპექტში უნდა გავაუმჯობესო. ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ გუნდთან ერთად უკეთესი ფეხბურთელი გავხდები, ვიდრე აქამდე ვიყავი”, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა არგენტინელი “იებში” 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა.

0.114814