“ტრაბზონსფორის” ნახევარმცველი იუსუფ იაზიჯი შესაძლოა მანჩესტერ “იუნაიტედში” გადავიდეს.
თურქეთის ჩემპიონატის მეორე ტურში “ტრაბზონსფორი” “ფენერბახჩეს” შეხვდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრას “წითელი ეშმაკის” სკაუტები ესწრებოდნენ. ამ ინფორმაციას თურქული გამოცემა Fotomac-ი ავრცელებს.
წყარო იუწყება, რომ მიმდინარე ხელშეკრულებით 20 წლის მოთამაშეს კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა თურქები მზად არიან ფეხბურთელი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ ინგლისში გაუშვან.
იუსუფს ახალ მესუტ ოზილად მოიხსენიებენ. მის ანგარიშზე გასულ სეზონში 22 მატჩში – 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.