ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი იქნება. ESPN-ს ინფორმაციით, შვედი უახლოეს დღეებში გააფორმებს შეთანხმებას “წითელ ეშმაკებთან”.
იყო ცნობა იმის თაობაზე, თითქოს იბრა კარიერას “მანჩესტერში” მწვრთნელის თანაშემწედ გააგრძელებდა, თუმცა 35 წლის თავდამსხმელს, ჯერ საფეხბურთო კარიერის დასრულება არ სურს.
იბრას გადაბირება მის ყოფილ კლუბს “მილანსაც” სურდა.
შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლების სეზონში იბრაჰიმოვიჩმა 46 მატჩი ჩაატარა და 28 გოლიც გაიტანა.