კალათბურთი

10:52 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტეოდოსიჩი ევრობასკეტს გამოტოვებს

სერბეთის ნაკრების ლიდერი მილოშ ტეოდოსიჩი ეროვნულ გუნდს ევრობასკეტ-2017-ზე ვერ დაეხმარება, მილოშს ტრავმა აწუხებს, აღნიშნულ ინფორმაციას სერბეთის კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“სამწუხაროდ, ტეოდოსიჩმა ტრავმა ვერ მოირჩინა და ევრობასკეტზე მისი თამაში გამოირიცხა, ეს გადაწყვეტილება ჩვენმა და “კლიპერსის” ექიმებმა ერთობლივად მიიღეს. მილოში ჩვენი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩვენ მაინც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”- განაცხადას სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯორჯევიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128247