ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის იმედი აქვს. ფრანგმა სპეციალისტმა "სტოკ სიტისთან" წაგებული პრემიერლიგის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გუნდში ბევრი ფეხბურთელია და სიტუაცია უკონტროლოაო.
"პირველ რიგში რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გავყიდოთ. გუნდში 33 მოთამაშე გვყავს და ამის გამო სიტუაცია უკონტროლო გახდა." - ციტირებს ESPN-ი ვენგერის სიტყვებს.
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "მეთოფეებმა" ორი ფეხბურთელი დაიმატეს, ხოლო ძირითადი გუნდის მხოლოდ 1 მოთამაშე გაყიდეს.