ჩილეს ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შესაძლოა პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მზადაა სამხრეთამერიკელს კვირაში 400 000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. "ქალაქელები" კი "მეთოფეებს" 50 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებენ.
"არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგვერმა დაადასტურა, რომ სანჩესი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. 28 წლის ფეხბურთელს ინგლისელებთან ხელშეკრულება 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. ლონდონელებს კი შანსი აქვთ სალარო 50 მილიონით შეივსონ.
გასულ სეზონში სანჩესმა 51 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. შედეგიანი თამაშის შემდეგ, ალექსისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 65 მილიონ ევროს შეადგენს.