ფეხბურთი

10:22 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" და "ჩელსი" კოშტას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოშტა მადრიდის “ატლეტიკოში” ბრუნდება. როგორც ესპანური რადიო Onda Cero იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ესპანელი შემტევი მადრიდში უახლოეს ხანებში გადაბარგდება.

როგორც წყარო გვამცნობს, “როხიბლანკო” კოშტას სანაცვლოდ “ჩელსის” 45 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც 10 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

აქვე გეტყვით, რომ დიეგო კოშტა “ატლეტიკოს” ღირსებას 2010-2014 წლებში იცავდა და სწორედ აქედან გადავიდა “ჩელსიში”. 28 წლის ფეხბურთელი ლონდონელთათვის ამ დრომდე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ ანტონიო კონტეს გეგმებში იგი აღარ ჯდება, ამიტომაც ინგლისის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

“ჩელსის” რიგებში წარმოშობით ბრაზილიელმა ფორვარდმა 120 თამაშში 59 გოლის გატანა შეძლო.

0.11481