ფეხბურთი

18:54 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მატჩები თბილისში გაიმართება

თბილისში 22-28 აგვისტოს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის „მართვე“ პირველ ჯგუფში ლიტვის „გინტრას“, თურქეთის „ქონაკ ბელედიესპორს“ და სლოვაკეთის „პარტიზანს“ დაუპირისპირდება. მატჩებისთვის ქართული კლუბი აზერბაიჯანში ემზადება, ქვეყნის ჩემპიონი თბილისში 19 აგვისტოს დაბრუნდება.

მატჩების განრიგი

22 აგვისტო

17:00 ქონაკ ბელედიესპორი - მართვე (მიხეილ მესხი 2)

19:00 გინტრა - პარტიზანი (დავით პეტრიაშვილი არენა)

25 აგვისტო

17:00 გინტრა - მართვე (მიხეილ მესხი 2)

19:00 პარტიზანი - ქონაკ ბელედიესპორი (დავით პეტრიაშვილი არენა)

28 აგვისტო

17:00 ქონაკ ბელედიესპორი - გინტრა (დავით პეტრიაშვილი არენა)

17:00 მართვე - პარტიზანი (მიხეილ მესხი 2)

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ათ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებული კლუბები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებენ.

gff.ge

0.116869