პსჟ-მ 24 წლის ესპანელი შემტევი ხესე როდრიგესი “სტოკ სიტში” ერთი წლით გაანათხოვრა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. წყაროს ცნობით, ხესემ ინგლისურ კლუბში უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
როდრიგესი 2011-16 წლებში მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 94 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.