ფეხბურთი

13:45 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გარეტ ბერი გიგზის რეკორდს "ვესტ ბრომვიჩიდან" შეუტევს

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი გარეტ ბერი კარიერას “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 36 წლის ნახევარმცველმა ახალ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბერი ბოლო პერიოდში “ევერტონში” თამაშობდა, ხოლო მანამდე “ასტონ ვილასა” და “მანჩესტერ სიტის” რიგებშიც ირჯებოდა. აღსანიშნავია, რომ ბერის პრემიერლიგაში 628 თამაში აქვს ჩატარებული და მხოლოდ რაიან გიგზს ჩამორჩება, თუმცა მცირედით – ლეგენდარული უელსის აქტივში 632 პრემიერლიგური მატჩია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113776