ტურინის “იუვენტუსი” და “პარი სენ ჟერმენი” ფრანგი ნახევარმცველის, ბლეზ მატუიდის თაობაზე შეთანხმდნენ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი თითქოს ჩაშლის პირას იყო, თუმცა დღეს ავტორიტარული გამოცემები იუწყებიან, რომ მხარეებმა საერთო ენა გამონახეს და 30 წლის შუახაზელის ფასი 15 მილიონი ევროა.
ტრანსფერის გაოფიციალურების შემდგომ მატუიდი 14 ნომერს აიღებს, რომელიც “ბებერი ქალბატონის” რიგებში თავისუფალია.