BBC-ის მკითხველთა ვერსიით, ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლი დენის ბერგკამპმა გაიტანა. მიხვდებოდით, რომელ გოლზეც არის საუბარი: "ნიუკასლი"-"არსენალის" მატჩის პირველ წუთებზე ჰოლანდიელმა არანორმალური ფინტი გააკეთა და შემდეგ კარში გადაგზავნა ბურთი.
2002 წელს გასული ეს გოლი საუკეთესოდ დაასახელა მკითხველთა 31-მა პროცენტმა.
მეორეზე გავიდა "ლიდსის" განელი ფორვარდის, ენტონი იებოას გოლი "უიმბლდონის" კარში - 1995 წელს. მესამეზე კი, 2011 წელს უეინ რუნის გატანილი მაკრატელა "მანჩესტერ სიტისთან".