კალათბურთი

0:15 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ელიტარულ გუნდად ჩამოვყალიბდით”

საქართველოს საკალთბურთო ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ათენში აკროპოლისის თასზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ევრობასკეტზე ნაკრების შანსებზე ისაუბრა. კაპიტანის თქმით ამ წლების განმავლობაში საქართველო ელიტარულ გუნდად ჩამოყალიბდა.

“უფრო მნიშვნელოვანი იქნება თუ სამუდამოდ ჩამოვიტანთ თასს აქ. ზუსტად მაგისთვის ვვარჯიშობთ, ვემზადებით და ყველას მიზანი ესაა. მთავარია მონდომება ყველა შეხვედრაში და თითოეულ მეტოქესთან მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე. ჩვენ უკვე სერიოზულ გუნდად ჩამოვყალიბდით. წლების განმავლობაში სერიოზულ გუნდებთან მოგვიწია თამაში – მოგვიგია და წაგვიგია კიდეც. ასე რომ, ელიტარულ გუნდად ჩამოვყალიბდით. ძალიან გვინდა განსაკუთრებული წელი იყოს 2017, მეოთხე ევრობასკეტი. ვფიქრობ, რეალური შანსი არსებობს იმის, რომ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი იყოს”, - გვითხრა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს აიღებს სტარტს, მანამდე კი ნაკრები ათენში აკროპოლისის თასზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113704