სხვა

23:40 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორჯონიკიძე: "ხელი არ ჩაგვიქნევია"

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბექა ორჯონიკიძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდგომ WORLDSPORT.GE-სთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩილეს ასაკობრივი ნაკრები არაფრით სჯობდა ქართველებს, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო წააგეს.

“ძალიან ცუდი სტარტი გვქონდა, მეორე ტაიმში ბიჭები შეეცადნენ გამოესწორებინათ სიტუაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ჩილე ჩვენს ნაკრებზე ძლიერი არაფრით არ იყო და რეალურად შეგვეძლო მოგება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთაც აუცილებლად გავაანალიზებთ, სამწუხაროდ წავაგეთ.

ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს სამომავლოდ. დიდი გაკვეთილი გაკვეთილი მიიღეს და იმედი მაქვს პრეზიდენტის თასზე კარგად იასპარეზებენ და ხელი არ ჩაგვიქნევია”, - გვითხრა ბექა ორჯონიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მე-5 პოზიციაზე დაასრულა.

0.119085