ფეხბურთი

14:50 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გეგუჩაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გია გეგუჩაძე შეუძლოდ გახლდათ, გულზე ჰქონდა პრობლემები და ამის გამო საავადმყოფოში მოხვდა. საბედნიეროდ, ამჟამად ყველაფერი კარგადაა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი სახლშია და დღეს სამსახურშიც ელიან.

21-წლამდელთა ნაკრები ევრო-2019-ის შესარჩევის პირველ მატჩს 1 სექტემბერს ზესტაფონში გამართავს: პოლონეთის წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში, ჩვეულებრივ, გეგუჩაძე უხელმძღვანელებს გუნდს.

0.118874