ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოშტა არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას და “არისტოკტატთა” დატოვება სურს. მისი თქმით, ამის მიზეზი კლუბის იტალიელი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომელიც მას პატივს არ სცემს.
“ნათლად ვუთხარი “ჩელსის” დირექტორს, რომ “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკების წარმოებას ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯებს” ჩემი გაყიდვა ჩინეთში სურთ, რადგან ფინანსურად მეტი მოგება ნახონ, მე ყველაფერს ვიღონებ, მადრიდში რომ დავბრუნდე.
პატივს ვცემ კონტეს, როგორც სპეციალისტს, მაგრამ როგორც ადამიანს –არა. მას არ შეუძლია მოთამაშესთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს, რადგან არ აქვს ქარიზმა. ჩემთვის სასაცილოა მისი მცდელობა ჩემი ჩინეთში გაყიდვისა. მირჩევნია 1 წელი გამიცდეს და კლუბს ჯარიმა დაეკისროს, ვიდრე ჩინეთში წავიდე”, - თქვა კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტესა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტი კარგა ხანია გრძელდება. იტალიელი სპეციალისტს სურს, რომ 28 წლის ფორვარდი იანვარში გუნდიდან გაუშვას, თუმცა არა მადრიდის “ატლეტიკოში”.