ფეხბურთი

17:35 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მედელი "ბეშიქთაშში" გადავიდა

ჩილეს ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" აწ უკვე ყოფილი მცველი გარი მედელი კარიერას "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. როგორც თურქული კლუბის ოფიციაური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის სანაცვლოდ იტალიელებმა 3 მილიონი ევრო მიიღეს.

მედელი "ინტერში" "კარდიფიდან" 2014 წელს გადავიდა და სამ სეზონში ჩატარებულ 109 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.115012