ფეხბურთი

20:00 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

4869 დღის შემდგომ - უეინ რუნი "გუდისონ პარკზე" გოლით დაბრუნდა (+VIDEO)

დაბრუნება მშობლიურ სტადიონზე, მშბოლიური გულშემატკივრის თვალწინ, მშობლიურ გუნდში, დაბრუნება გოლით - გოლი 4869 დღის შემდეგ. დიახ, სწორედ ამდენი ხნის შემდეგ მოახერხა უეინ რუნიმ ლივერპულის “ევერტონის” მაისურით გოლის გატანა ინგლისის პრემიერლიგაში. ვეტერანმა ინგლისელმა პირველივე ტურში, “გუდისონ პარკზე” “სტოკ სიტის” კარი თავური დარტყმით დალაშქრა და სიმბოლურია, რომ ეს გოლი “კანფეტებისთვუს” გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა...

აქვე გეტყვით, რომ რუნიმ პრემიერლიგის ეგიდით მესამე გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო – 199 გოლი, 101 საგოლე გადაცემა. პრემიერლიგაში ამაზე კარგი მაჩვენებელი მხოლოდ ალან შირერს გააჩნია: გოლი + პასის სისტემით – 324.

შეგახსენებთ, უეინ რუნიმ ფეხბურთის თამაში “ევერტონში” დაიწყო, საიდანაც 2004 წელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა, ხოლო მშობლიურ გუნდს მიმდინარე ზაფხულს, 13 წლიანი პაუზის შემდგომ დაუბრუნდა.

0.137143