ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდეს. როგორც “წითელ ეშმაკთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, კლუბი შვედი დაბრუნებაზე მუშაობს.
“ჩვენ მკაფიოდ დავინახეთ ის, რაც იბრაჰიმოვიჩმა გასულ სეზონში გააკეთა, თუმცა, ეს მისთვის საკმარისი არაა. ზლატანს უფრო მეტი შეუძლია და სურს, დარჩეს მაღალი დონის ფეხბურთელად. ჩვენ კი ვფიქრობთ მის დაბრუნებაზე და მასაც შეუძლია დაბრუნება”, - განაცხადა მოურინიუმ.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერში” 2016-2017 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირის ჩათვლით 46 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპა ლიგა.
ამჟამად 36 წლის შვედი ფორვარდი ტრავმას მკურნალობს და ახალი გუნდის ძიებაშია.