კალათბურთი

23:20 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბურჯანაძე ევრობასკეტს გამოტოვებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი ბექა ბურჯანაძე ევრობასკეტს გამოტოვებს. სამწუხარო ინფორმაციის შესახებ, ილია ზუროსმა ჩეხეთთან მოგებული (87:76) მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზუროსის თქმით, 23 წლის კალათბურთელის ტრავმა სერიოზული გამოდგა და მისი ევროპის ჩემპიონატზე თამაში გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ვერც ვიქტორ სანიკიძე დაეხმარება.

0.119148