ფეხბურთი

23:48 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ბილია 4 კვირა იუქმებს

იტალიური “მილანის” ახალწვეული ლუკას ბილია დაშავდა. როგორც “როსონერის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, არგენტინელ ნახევარმცველს თამაში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ შეეძლება.

ბილიას მარცხენა ფეხზე ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რომელიც მან “მილანის” ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო.

შეგახსენებთ, ლუკას ბილია “მილანმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დაიმატა რომის “ლაციოსგან” და სამიწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ჯერჯერობით სამხრეთამერიკელის დებიუტი შავ-წითელთა რიგებში არ შემდგარა.

0.115164