ფეხბურთი

11:22 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლდადო “ფენერბახჩესთვის” გაიტანს

ესპანელი თავდამსხმელი რობერტო სოლდადო კარიერას “ფენერბახჩეში” განაგრძობს. თურქული გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ჯარისკაცი” (სოლდადოს ზედმეტსახელი) ათათურქის სახელობის აეროპორტში ადგილობრივი დროით 22 საათზე ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

32 წლის ფორვარდს აეროპორტში ბევრი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა. რობერტოს თქმით, ის ასეთი დახვედრით ბედნიერია და აღნიშნა, რომ თურქეთის საუკეთესო კლუბში სათამაშოდ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ სოლდადო 2015 წლიდან “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. მან “ყვითელი წყალქვეშა ნავის” მაისური 55-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა. რობერტოს კარიერის განმავლობაში “რეალში”, “ხეტაფეში”, “ვალენსიასა” და “ტოტენჰემში” უთამაშია. ესპანეთის ნაკრების მაისური 12-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.

0.150688