"შალკეს" აწ უკვე ყოფილი მარცხენა გარემარბი დენის აოგო "შტუტგარტს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია ბუნდესლიგაში დაბრუნებული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აოგო გელზერკირხენული გუნდის რიგებში ბოლო სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 78 შეხვედრაში თავი ერთი გოლით გამოიჩინა. დენისი გერმანიის ნაკრებშიც თამაშობდა და 12 მატჩი აქვს ჩატარებული.